აგრესიის, ბოღმის და უკულტურობის მინისტრია - საბა ბუაძე თეა წულუკიანზე
ლელოს წევრის, საბა ბუაძის თქმით, თეა წულუკიანი უკულტურობის მინისტრია. ასე შეაფასა მან წულუკიანის დანიშვნა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად დანიშვნა.
"წულუკიანი არის უკულტურობის მინისტრი. სხვას ვერაფერს ვიტყვი. უკულტურობის, აგრესიისა და ბოღმის მინისტრია. პორტფელი ექნება თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს", — აღნიშნა ბუაძემ.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, თეა წულუკიანი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა.
წულუკიანი მინისტრის უფლებამოსილების შესრულებას 22 მარტიდან შეუდგება.
თეა წულუკიანი 8 წლის განმავლობაში იკავებდა იუსტიციის მინისტრის პოსტს. 2020 წლის არჩევნების შემდეგ მე-10 მოწვევის დეპუტატი გახდა და პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს ხელმძღვანელობდა.
რაც შეეხედბა მიხეილ ჩხენკელს, ის დაინიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრად.