„გირჩი“ „ქართულ ოცნებასთან“ ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს დაიწყებს
გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს დაიწყებენ.
როგორც ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, ნაკლებად აქვთ იმედი, რომ პრობლემას ფასილიტატორები გადაწყვეტენ. სწორედ ამიტომ, მეგრელიშვილის თქმით, უნდა ეცადონ, რომ გამოსავალი მოძებნონ.
„მგონია, უნდა გავარკვიოთ, რა მასშტაბის შარში ვართ. უკვე ნაკლები იმედი გვაქვს, რომ ფასილიტატორები გადაწყვეტენ ჩვენს პრობლემას. უნდა შევეცადოთ, რომ თუ რამე უნარი გვაქვს, მოვიფიქროთ გამოსავალი, ვცადოთ მისი განხორციელება, დავტესტოთ. ჩვენ დავიწყებთ მოლაპარაკებას, ვისაც უნდა, ჩვენ ღია ვართ, ყველასთან ვსაუბრობთ. „ქართულ ოცნებას“ შევუთანხმდით, რომ შევეხმიანებით და მათთან უშუალოდ დავიწყებთ საუბარს“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.