გიგი უგულავა - არჩევნები დაინიშნება იძულებით ხალხისგან - "ოცნებამ“ დღეს ღიად უარი უთხრა დასავლეთს
ჩვენ გვინდა, არჩევნები დაინიშნოს შეთანხმებით, მაგრამ თუ ასე არ მოხდება, ეს არჩევნები დაინიშნება იძულებით, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ“ დღეს ღიად უარი უთხრა დასავლეთს
ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას უგულავამ აღნიშნა, რომ ხელისუფლების შესაცვლელად აუცილებელია ხალხის მასშტაბური პროტესტი.
„ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ დღეს ღიად უარი უთხრა დასავლეთს. ასეთ პირობებში საქართველოს სხვა გზა არ რჩება და რომც არ უნდოდეთ ვიღაცებს „ქართულ ოცნებაში“, ჩვენ გადავიხრებით იქით, საიდანაც საუკუნეების მანძილზე გამოვდივართ.
ეს ადამიანი აუცილებლად წავა მშვიდობიანი არჩევნებით და ჩვენ გვინდა, რომ ეს არჩევნები დაინიშნოს შეთანხმებით, მაგრამ თუ ასე არ მოხდება, ეს არჩევნები დაინიშნება იძულებით ხალხისგან, რომელიც გამოვა და იმოძრავებს თავის სოფელში, თავის ქალაქში, თავის ქუჩებზე, იქნება სრული პროტესტი და დაუმორჩილებლობა. ამას სჭირდება რამდენიმე თვე, ამას სჭირდება მომზადება. ჩვენ უნდა აღვიჭურვოთ უდიდესი
მხოლოდ გააქტიურებით და მოძრაობით შევძლებთ, ვაიძულოთ ივანიშვილი, წამოვიდეს რიგგარეშე არჩევნებზე. ვერანაირი დასავლეთი ვერ გვიშველის, ჩვენ თუ არ ვიმოძრავებთ. ამიტომ ერთადერთი ლოზუნგი, რაც ამ დღეებში და ამ თვეებში შეიძლება ჩვენს წინ და ჩვენს უკან ეწეროს, ეს არის: „მოძრაობა საქართველოსთვის“. საქართველოსა და განვითარებას შორის დგას ივანიშვილი და „ქართული ოცნება“. დიახ, ჩვენ გვინდა, რომ ეს ხალხი გვერდზე გავწიოთ იმიტომ, რომ საქართველოს მოძრაობა სჭირდება წინ, მაგრამ თუ ეს ადამიანები გახდებიან საქართველოს განვითარების საფრთხე, განვითარების მუხრუჭი, მაშინ ხალხი გადაივლის და ამ გზას მაინც აიღებს", – განაცხადა უგულავამ.