თეგებით ძიება

მამუკა მდინარაძე - ოპოზიციის საპროტესტო აქციების არავის ეშინია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციის საპროტესტო აქციების არავის ეშინია.

როგორც მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, მოლაპარაკებების რესურსი ყოველთვის არის.

„მოლაპარაკებების რესურსი ყოველთვის არის, მათი საპროტესტო აქციების არავის ეშინია მიუხედავად იმისა, რომ მართლა მნიშვნელოვანია თითოეული მათი მომხრის, პარტიული აქტივისტის აზრი, რომელიც უკიდურესად სუბიექტურია ამ პროცესების და მოვლენების შეფასების დროს, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მათი პროტესტის ნამდვილად არავის ეშინია, შეუძლებელია პროტესტმა უზრუნველყოს, რომ სახელმწიფოებრიობას და სამართალს დაუპირისპირდეს“, -აცხადებს მდინარაძე.

ცნობისთვის, ოპოზიცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. ამასთან, ოპოზიციამ დღეს, 15 მაისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დაანონსა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა