საგარეო უწყება - მადლობას ვუხდით ნატა საბანაძეს გაწეული სამსახურისთვის
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატალია საბანაძეს ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდის.
"მადლობას ვუხდით ქ-ნ ნატა საბანაძეს გაწეული სამსახურისთვის. აღნიშნულ მისიაში მისი მოღვაწეობა დატვირთული იყო მრავალი წარმატებული ნაბიჯით საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში.
აღსანიშნავია, რომ ქ-ნი ნატა საბანაძე ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელად საქმიანობდა რვა წლის განმავლობაში.
უწყების ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, ელჩს გადაწყვეტილი ჰქონდა თანამდებობის დატოვება ასოცირების საბჭოს შემდგომ, რომელიც მ.წ. 16 მარტს გაიმართა.
მოგეხსენებათ, რომ ეს იყო ძალზედ მნიშვნელოვანი შეხევდრა ერვოკავშირთან, რომელიც 2019 წლის შემდგომ პანდემიის ფონზე პირველად გაიმართა და ძალზედ წარმატებული აღმოჩნდა თავისი შედეგებით.
წარმატებას ვუსურვებთ ქ-ნ ნატას მის მომავალ საქმიანობაში!", - ნათქვამია უწყების მიერ გვარცელებულ განცხადებაში.