თეგებით ძიება

პარლამენტში თეა წულუკიანს ნინო იობაშვილი შეცვლის

მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანი კულტურის მინისტრად დაინიშნა, პარლამენტში მისი ადგილმონაცვლე ნინო იობაშვილი იქნება.

გენდერული კვოტირების

თაობაზე საარჩევნო კანონმდებლობის გათვალისწინებით, „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მიხედვით, წულუკიანს იობაშვილი შეცვლის.
2019 წლის აგვისტოდან ნინო იობაშვილი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებდა. 2018-2019 წლებში ის შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ანალიტიკურ სამმართველოს ხელმძღვანელობდა. მანამდე მას სხვადასხვა დროს შინაგან საქმეთა სამინისტროში და შემდგომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ანალიზისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსის მოადგილის პოზიცია ეკავა.

თეა წულუკიანი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად 19 მარტს დაინიშნა.

ამის გამო პარლამენტში ვაკანტურია განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, სავარაუდოდ, დღეს გადაწყდება, ვინ შეცვლის ამ პოსტზე თეა წულუკიანს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა