თეგებით ძიება

უსმენდნენ თუ არა ფარულად გიორგი გახარიას? - ექსპრემიერის პასუხი

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გამორიცხავს, რომ მას ფარულად უსმენდნენ. საქმე ისაა, რომ Tv "პირველზე" გავრცელდა ფარული ვიდეოჩანაწერები, რომლებიც, სავარაუდოდ, შს მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის კაბინეტშია ჩაწერილი.

ჟურნალისტის კითხვას - "რა რეაქცია ჰქონდა გახარიას გავრცელებულ კადრებზე", მან კითხვითვე უპასუხა: „რა რეაქცია უნდა მქონოდა?!“

დამატებით კითხვაზე - უსმენდნენ თუ არა პირადად მას, ყოფილმა პრემიერმა ასე უპასუხა: “გამოვრიცხავ“. გარდა ამისა, მისი თქმით, წარსულის ყველა კითხვას პასუხი მალე გაეცემა.

გიორგი გახარიამ თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. მან თქვა, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას დაკავება-არდაკავების საკითხს ეხებოდა, გუნდთან კონსენსუსს ვერ მიაღწია და პოსტიდან გადადგა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა