თეგებით ძიება

ევროპასა და ნატოსკენ მიმავალი საქართველოს გზა უნდა გადიოდეს დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე - ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის გაბრიელიუს ლანდსბერგისი განცხადებით, მოვლენები, რომლებიც საქართველოში ვითარდება, ძლიერი შეშფოთების საგანია და ის ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტიორობის მომავლის ბედს უკავშირდება:

"მოვლენები, რომლებიც საქართველოში ვითარდება, ძლიერი შეშფოთების საგანია. რაც შეეხება აღმოსავლეთ პატრნიორობის მომავალს - ევროკავშირმა ძალიან ცხადად გვითხრა, რომ საქართველოს გზა ევროპისკენ, ნატოსკენ უნდა გადიოდეს დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე.

თუ საქართველო ამ გზიდან გადაუხვევს, ეს არა მხოლოდ საქართველოს გზას შეაფერხებს, არამედ საფრთხეს შეუქმნის მთლიანად აღმოსავლეთ პარტნიორობას" - განაცხადა ლანდსბერგისმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა