თეგებით ძიება

ჩემი მთავარი მიმართულება იქნება მასობრივი სპორტი — წულუკიანი

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ სპორტის მიმართულებით იგი აქცენტს მასობრივ სპორტზე გააკეთებს. მისი თქმით, ახალგაზრდებისთვის სპორტზე წვდომა არის "ძალიან ძვირი სიამოვნებაა ხშირად".

"არავისთვის არ მინდა იყოს სიურპრიზი — ჩემი მთავარი მიმართულება იქნება, სწორედ, მასობრივი სპორტი, რომ მიუხედავად ასაკისა, მაგრამ, პირველ რიგში, მაინც ასაკისა, ახალგაზრდა თაობა იყოს უფრო მეტად სპორტში ჩართული. ვინაიდან, დღეს არის არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული, არამედ წვდომის პრობლემებიც. მე ამ ასაკის ბავშვი არ მყავს ოჯახში, მაგრამ, ვისაც ყავს, მათგან ვიცი, რომ ეს ძალიან ძვირი სიამოვნებაა ხშირად", — განაცხადა წულუკიანმა იმედის ეთერში.

თეა წულუკიანი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად 19 მარტს დაინიშნა. იქამდე, რამდენიმე თვის განმავლობაში მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. დეპუტატობამდე, წულუკიანი 8 წლის განმავლობაში იკავებდა იუსტიციის მინისტრის პოსტს.



წყარო:primetime.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა