თეგებით ძიება

არ მინდა ვთქვა, ან წასვლა რა იყო, ან მოსვლა რა იყო-თქო - წულუკიანი გახარიაზე

არ მინდა იქამდე მივიდე, ვთქვა, ან წასვლა რა იყო, ან მოსვლა, - ასე ეხმაურება საქართველოს კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ყოფილი პრემიერ-მინიტრის, გიორგი გახარიას დღევანდელ განცხადებას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ.

როგორც წულუკიანი ვარაუდობს, ექსპრემიერის პოლიტიკაში დაბრუნება, „ქართული ოცნებისთვის“ საზიანო არ იქნება", - განაცხადა თეა წულუკიანმა ,,იმედის" ეთერში.

„იმედი მქონდა, ამას არ გააკეთებდა, რადგან ჩვენ ერთად ვიმუშავეთ, მე მისი ვიცე-პრემიერი ვიყავი და ძალიან გამიკვირდა მისი წასვლა და ახლა კიდევ უფრო გამიკვირდა მისი მოსვლა. არ მინდა იქამდე მივიდე, ვთქვა, ან წასვლა რა იყო, ან მოსვლა, მაგრამ გამიკვირდა. ჯობდა არ წასულიყო... რაკი შემობრუნდა, ესეც კითხვის ნიშნებს ბადებს. თუ შემობრუნდა, ის იქნება ჩვენი ოპოზიცია და ჩვენ მოგვიწევს ოპონირება. ერთი მხრივ, ეს საინტერესო იქნება. ვერ ვიტყვი, რომ „ქართული ოცნებისთვის“, ეს საზიანო იქნება", - განაცხადა თეა წულუკიანმა ,,იმედის" ეთერში.

ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არსად წასვლას არ აპირებს, მათ შორის არც პოლიტიკიდან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა