თეგებით ძიება

გია ვოლსკი - თუ ვინმეს "ქართული ოცნებიდან" წასვლა უნდა, გზა ხსნილი აქვს

მე არ გამიგია, რომ ვინმეს „ქართული ოცნებიდან“ წასვლა უნდა, გადანაცვლება ახალ პოლიტიკურ ჯგუფში, თუმცა გზაც ხსნილია თუ ვინმე ასე გადაწყვეტს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პოლიტიკაში დარჩენის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი განმარტებით, არ მიაჩნია, რომ ექსპრემიერმა სწორი ნაბიჯი გადადგა და არც მისი პოლიტიკური შეხედულებები მიაჩნია სწორად, უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით.

„არ შევხვედრივარ. არ მიმაჩნია, რომ სწორი ნაბიჯი გადადგა, არ მიმაჩნია, რომ მისი პოლიტიკური შეხედულება ამ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ბოლოს მოხდა, იყო მართებული და სიღრმისეულად გაანალიზებული, მიუხედავად ამისა, ვადასტურებ, რომ არაერთხელ ერთნაირი პოზიციით გამოვსულვართ, ის იყო პარტიის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი.

მე ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილებების მიმართ, რომლებსაც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა, აქ გაცილებით მეტი პრინციპულობა უნდა გამოეჩინა და გაცილებით უფრო სიღრმისეული ანალიზი და შორსმჭვრეტელობა გამოეჩინა, რაც მნიშვნელოვანწილად სახელმწიფოსაც ავნებდა, ასე რომ გაგრძელებულიყო, როგორც ის ამბობდა და გარკვეულწილად გუნდიდან გამყოფის ან დაცილების სერიოზული წინაპირობა შექმნა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არსად წასვლას არ აპირებს, მათ შორის არც პოლიტიკიდან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა