"იქმნება ახალი უმრავლესობა...პოლიტიკური კრიზისი იხურება" - გია ხუხაშვილი
პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება:
"გახარია მოდის პოლიტიკაში.
ქართული ოცნების უმეტესობა გადადის მის პარტიაში.
იქმნება ახალი უმრავლესობა “გახარიას ოცნება”+გირჩი+ლელო+აღმაშენებელი+მოქალაქეები...
ქმნიან კოალიციას, ახალ მთავრობას.
ნაცები, ევროპელები და “კობახიძის ოცნება” გადადის უმცირესობაში....
პოლიტიკური კრიზისი იხურება.
ცუდ წარსულს და აწმყოს ვივიწყებთ და ვიყურებით მომავალში.
ყველა ავიცრებით პფაიზერით...
#თუოცნებააოცნებაიყოს", - წერს ხუხაშვილი ფეისბუქზე.
ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა, რომ არსად წასვლას არ აპირებს, მათ შორის არც პოლიტიკიდან.