"დროა, მივაღწიოთ საჭირო კომპრომისებს..." - დანიელსონი საქართველოში ბრუნდება
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში ბრუნდება. ამის შესახებ შარლ მიშელმა ტვიტერზე დაწერა.
გავითვალისწინეთ ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიაღწია. დროა, მივაღწიოთ საჭირო კომპრომისებს საქართველოს მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით. წარმომადგენელი დაბრუნდება უკან, რომ გააგრძელოს მედიაცია, - წერს მიშელი.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა, ქვეყანაში დაგეგმილზე მეტი დარჩა, თუმცა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებას ვერ მიაღწია.
მანამდე , ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიშელი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოვიდა. 1-ელ მარტს მან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მოაწყო და წარადგინა 6-პუნქტიანი ჩარჩო, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმდნენ.