"ევროკავშირი არსად მიდის" - სალომე ზურაბიშვილი დანიელსონის ხელმეორედ ჩამოსვლას ეხმაურება
ევროკავშირი არსად მიდის, - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებას, რომლის თანახმადაც საქართველოში მისი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი მედიაციის გასაგრძელებლად საქართველოში კვლავ დაბრუნდება.
როგორც პრეზიდენტი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს, ის კიდევ ერთხელ მოუწოდებს მხარეებს კომპრომისისკენ.
"მადლობა ბატონო პრეზიდენტო. ეს ძლიერი ნიშანია იმისა, რომ ევროკავშირი არსად მიდის. სანამ ჩვენ ბატონი დანიელსონის დაბრუნებას ველით, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა მხარეს ქვეყანა პირველ ადგილზე დააყენოს და დეპოლარიზაციის, კომპრომისისა და ერთიანობისთვის იმუშაოს", - ნათქვამია პრეზიდნეტის "ტვიტში".
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი აცხადებს, რომ მისი პირადი წარმომადგენელი, საქართველოში მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება.