თეგებით ძიება

"საჭიროა პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა " - გახარია მორიგ მიმართვას ავრცელებს

საჭიროა პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა, - საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში მორიგ პოლიტიკურ განცხადებას ავრცელებს.

როგორც გახარია ტვიტერზე წერს, ის ამჟამად პოლიტიკურ დღის წესრიგზე მუშაობს.

"დღეს მე განვაცხადე, რომ პოლიტიკაში ვრჩები. ახლა ვმუშაობ პოლიტიკურ დღის წესრიგზე. საჭიროა პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის რეალური დღის წესრიგის შემუშავება", - წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია გადადგომის შემდეგ მედიასთან დღეს პირველად გამოჩნდა.
ექსპრემიერმა დღეს განაცხადა, რომ არსად წასვლას არ აპირებს, მათ შორის არც პოლიტიკიდან. მოგვიანებით კი ფეისბუქშიც პირველი პოსტი გამოაქვეყნა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა