დღეს ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი იწყება
ბრიუსელში დღეს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი იწყება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების ახალი სახელმწიფო მდივანი პირველად დაესწრება.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი 2021 წლის სამიტისთვის ემზადება. მანამდე კი ერთი დღით ადრე უკვე გაკეთდა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები.
ნატოს გენმდივანი ამბობს, რომ ორგანიზაციის კარი ახალი წევრებისთვის ღიაა და ალიანსი ასპირანტი საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს. ამ თემას გამოეხმაურა ნატოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელიც. დაგლას ჯოუნსმა აღნიშნა, რომ საქართველო ცდილობს, გახდეს, ნატოში გაწევრიანების უფრო მეტად ძლიერი კანდიდატი.