თეგებით ძიება

სოზარ სუბარი: ქუჩის პოლიტიკა 2012 წლიდან დამთავრდა

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა „პირველ არხს“ განუცხადა, რომ ქუჩის პოლიტიკა 2012 წელს დასრულდა.

"ქუჩაში პროტესტი ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ქუჩის პოლიტიკა დამთავრდა 2012 წლიდან და დღეს პოლიტიკამ ინსტიტუციებში გადაინაცვლა. როცა პარტია მხარდაჭერას მიიღებს, იქ უნდა იაქტიუროს რისთვისაც მიიღო. წითელ ხაზებზე არ ვლაპარაკობთ, რადგან მოლაპარაკება წითელი ხაზების გარეშე უნდა იყოს", - განაცხადა სუბარმა.

მისი თქმით, პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადება არაცივილიზებულობის ნიშანია და პარტია, რომელიც მოსახლეობის მხარდაჭერას იღებს, პარლამენტში უნდა იყოს წარმოდგენილი და სწორედ ამიტომ, ოპოზიციურ პარტიებს პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს.

"როცა პატიმრების გათავისუფლებაზე ლაპარაკობენ, პროკურატურის მხრიდან გირაო არსებობს, მელიამ უნდა გადაიხადოს და გარეთ გამოვიდეს. გასაღები მის ხელშია და თუ მას უნდა, წამებულის იმიჯი ჰქონდეს, მისი ასარჩევია, თუმცა სწორი პოზიცია არ არის. ოპოზიციაში რამდენიმე ძალაა, რომელსაც არაფერი არ უნდა ხელისუფლებაში მოსვლის გარდა. დამოკიდებულება, რომ არჩევნები რამდენჯერმე ჩავატაროთ, სანამ ისინი არ მოიგებენ, ვერ და არ მოხდება.

მოტივაცია ყველას სხვადასხვა აქვს – „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთიანი აზრი არ არის, რამდენიმე რადიკალი ფრთაა, ვინც თავის აზრს სხვებს თავს ახვევს და მათი ლიდერია მიხეილ სააკაშვილი. მათი მიზანია, ხელისუფლების სათავეში თავად იყვნენ, კიდევ ისე ძარცვონ ქვეყანა, ატერერონ და აწამონ ადამიანები, რაც ვერ მოხდება. მეორე პარტიაა „ლელო“, რომელსაც გადაჭარბებული წარმოდგენები ჰქონდა, რას მიაღწევდა. უზარმაზარი ფული დახარჯეს, გადაჭარბებული წარმოდგენები შეიქმნეს, რომელიც ჩავარდა და ამას ვერ ეგუებიან. მგონი, იგივე მდგომარეობაში არიან გიგა ბოკერია და მისი პარტია, რომელიც პრაქტიკულად, დაიშალა. სხვა ოპოზიციურ პარტიებს სხვა მოტივაცია აქვთ, მაგრამ საერთო თამაშიდან ვერ გამოდიან და თავს ვერ აღწევენ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა