ალეკო ელისაშვილი NDI-ის კვლევაზე
"პარლამენტი არის ერთგან, ხალხის პრობლემები მეორეგან, რადგან „ქართული ოცნება“ აცდენილია ხალხის პრობლემებს და იმ დაბურული ჯიპებიდან ძალიან სხვანაირად - უფრო ლამაზად ჩანს რეალობა", - ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან NDI-ის კვლევის შედეგების კომენტირებისას განაცხადა.
„ლოგიკურია, რომ პარლამენტი არის ერთგან, პოლიტიკური პროცესი მეორეგან და ხალხი არის მიტოვებული თავის პრობლემებთან. ჩვენ, ორი ადამიანი ვცდილობთ პარლამენტში ისმოდეს ხალხის პრობლემები, სულ ვცდილობთ, მათგან რა გასაჭირიც გვესმის, ამაზე ვისაუბროთ. ხალხის განწყობაც ადასტურებს, რომ ეს არის შესაცვლელი - პოლიტიკა, პოლიტიკოსები და პოლიტიკური ინსტიტუციები უნდა იყოს ხალხის სამსახურში და არ უნდა იყოს მარტო თავის ოჯახური კეთილდღეობის მოწყობისთვის. პარლამენტი არის ერთგან, ხალხის პრობლემები მეორეგან, რადგან „ქართული ოცნება“ ვიცით, რომ აცდენილია ხალხის პრობლემებს და იმ დაბურული ჯიპებიდან ძალიან სხვანაირად - უფრო ლამაზად ჩანს რეალობა, ვიდრე სინამდვილეშია, ამიტომაც ოპოზიციაც სრულად უნდა იყოს წარმოდგენილი და ყველამ თავის წილ დარდსა და ხალხის პრობლემებზე ვისაუბროთ“, - განაცხადა ელისაშვილმა.
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 14% პარლამენტის საქმიანობას დადებითად აფასებს, 38% საშუალოდ, 36% კი უარყოფითად.