თეგებით ძიება

გიორგი ვოლსკი: ვერ შევეგუეთ აზრს, რომ ჩვენი მოქალაქეები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ


"ვერ შევეგუეთ აზრს, რომ ჩვენი მოქალაქეები - აფხაზები და ოსები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ", - აცხადებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, გიორგი ვოლსკი.

„მინდა ყველას, ვინც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს, აქედან შევუთვალო დიდი მოკითხვა, პატივისცემის დასტური და მზადყოფნა იმისთვის, რომ საკითხები მოვაგვაროთ მშვიდობიანად, საერთო ჩართულობითა და ენერგიით. ვერ შევეგუეთ იმ აზრს, რომ ჩვენი ტერიტორიები, ჩვენი მოქალაქეები - აფხაზები და ოსები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. იქ არსებობს ადმინისტრაცია, რომელმაც იქედან რაც არ უნდა სიკეთე შემოგვითვალოს, მაინც არის ის, რასაც საოკუპაციო რეჟიმის გავლენის ქვეშ მყოფი სტრუქტურა ჰქვია. არც იმათ აქვთ დიდი ფართობი და შესაძლებლობები, რომ ხელი გაანძრიონ და დამოუკიდებლად იმოქმედონ. ხშირ შემთხვევაში, ოკუპაციასთან მიმართებაში ჩვენ უფრო ასეთი დამოკიდებულება გვაქვს: - შევხვდეთ, დაველაპარაკოთ, გავცვალოთ აზრები. ძალიან ბევრი წინააღმდეგობაა. ჩვენ მივიღეთ კანონები, რომ ამ წინააღმდეგობებს გვერდი ავუაროთ", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხთა კომისიის დღევანდელ სხდომაზე შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, თეა ახვლედიანს მოუსმინეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა