თეგებით ძიება

ისრაელის ელჩი საქართველოში ონის მუნიციპალიტეტს ესტუმრა

დღეს ისრაელის ელჩი საქართველოში, რან გიდორი ვიზიტით ონის მუნიციპალიტეტს ესტუმრა. აღსანიშნავია, რომ ონი მთელ კავკასიაში ერთ-ერთი უძველესი და განთქმული მშობლიური ქალაქია ებრაული თემისთვის, - ამის შესახებ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ, რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა, ქრისტინე კობახიძემ, სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსმა, ირმა მაქარაშვილმა და ონის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩიკვაიძემ ვიზიტის ფარგლებში ელჩს სხვადასხვა ღირსშესანიშნავი ადგილი დაათვალიერებინეს.

ისრაელის ელჩმა ონის სინაგოგა დაათვალიერა, რომელიც ქალაქის ცენტრშია აღმართული. სიდიდით მესამე სინაგოგა საქართველოში მე-19 საუკუნეშია აგებული და კულტურის ძეგლის სტატუსს ატარებს. ონის სინაგოგას წელს 125 წელი შეუსრულდა და ის სიმბოლოა ქართველი და ებრაელი ერის 26 საუკუნოვანი მეგობრობის.

ვიზიტის ფარგლებში ასევე მოინახულეს ონის ბულვარში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ებრაელთა სასაფლაო, სერგი მეტრეველის სახლი და კურორტი შოვი.

ისრაელის ელჩმა მადლობა გადაუხადა რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მასპინძლობისთვის და სამომავლო თანამშრომლობისათვის მზადყოფნა გამოთქვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა