გია ვოლსკი: ირაკლი კობახიძე მოლაპარაკების მაგიდასთან არ უნდა იყოს
"საკითხებს შეხედეთ, ვინ რა საკითხს აყენებს, ვინ რას ამბობს და საზოგადოებისთვის რომელი პოზიციაა მისაღები", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს.
"ირაკლი კობახიძე მაგიდასთან არ უნდა იყოს, ჩვენ უნდა წავიდეთ ყველანი სახლებში და უნდა მოვიდეს სააკაშვილი ხელისუფლებაში. აკო მინაშვილი დიპლომატიურია და წესიერი და თურმე ირაკლი კობახიძე ყოფილა ხისტი. საკითხებს შეხედეთ, ვინ რა საკითხს აყენებს, ვინ რას ამბობს და საზოგადოებისთვის რომელი პოზიციაა მისაღები, - ამბობს ვოლსკი.