თეგებით ძიება

სენატორი შაჰინი - ყოველი დღე, როდესაც ოპოზიციონერები არიან ციხეში, არის გამარჯვება რუსეთისთვის

ყოველი დღე, როდესაც ოპოზიციონერები არიან ციხეში, არის გამარჯვება რუსეთისთვის, - ამის შესახებ სენატორმა ჯინ შაჰინმა სენატის საგარეო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ მოსმენა მიმდინარეობს.

სენატორი საქართველოში საარჩევნო რეფორმის აუცილებლობას უსვამს ხაზს.

"დღეს საქართველოში კრიტიკული სიტუაციაა. მიუხედავად იმისა, რომ ეუთო-მ დაადგინა, რომ 2020 წლის არჩევნები იყო
"კომპეტენტური და კოვიდპანდემიის მიერ შექმნილი გამოწვევების მიუხედავად, ეფექტურად ჩატარებული", ის ასევე ხაზს უსვამს საარჩევნო რეფორმის აუცილებლობას, რაზეც მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ პრინციპულად მოკიდონ ხელი ამ საკითხს.

არ არის საკმარისი იმგვარი არჩევნების ჩატარება, რომელიც ლეგიტიმურობის ზღურბლს აღწევს. დემოკრატიულ არჩევნებს ადგილზე უნდა ჰქონდეს ძლიერი მექანიზმები, რათა უთანხმოებები გადაწყდეს. იმ ტიპის მექანიზმები, რომელიც დემოკრატიული პროცესის ყველა მონაწილის შეფასებით სამართლიანია", - აცხადებს შაჰინი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა