თეგებით ძიება

არჩილ თალაკვაძე საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა


პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, ნატალია ვუტოვას შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოსთან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა. არჩილ თალაკვაძემ ევროპის საბჭოსადმი გამოხატა მადლიერება საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განხორციელების ხელშეწყობისათვის და მიესალმა მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ფარგლებში გენერალური მდივნის მხრიდან საქართველოსთვის გაწეულ მნიშვნელოვან მხარდაჭერას.

არჩილ თალაკვაძემ ყურადღება გაამახვილა ვენეციის კომისიასთან კონსტრუქციულ დიალოგზე საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიმართულებით და გამოხატა პარლამენტის მხრიდან კომისიასთან მომავალი თანამშრომლობის მზაობა.

საუბარი, ასევე, შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებასა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობას. მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ ერთობლივი ძალისხმევა ხელს შეუწყობს გრძელვადიან მშვიდობასა და სტაბილურობას საქართველოსა და რეგიონში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა