თეგებით ძიება

„გირჩს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიების დაფინანსება ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მიაჩნია


" „გირჩს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიების დაფინანსება ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მიაჩნია", - ამის შესახებ ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

„გირჩის“ ერთ-ერთ ლიდერი ვენეციის კომისიის იმ რეკომენდაციასაც ეხმაურება, რომელიც ქართველ კანონმდებლებს მოუწოდებენ „საარჩევნო კოდექსის 791-ე მუხლის განახლებული ვერსიის მიღებას გადახედონ“. ის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ეხება, რომლებიც საარჩევნო კამპანიის პერიოდში პარტიის ლიდერის ფუნქციებს ასრულებენ.

„ჩვენი კრიზისი არის „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთმანეთთან ბრძოლა, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისად საღდება. მნიშვნელობა არ აქვს ის ფორმალურად რომელი ქვეყნის მოქალაქეა და ზუსტად იგივე დაინახა ვენეციის კომისიამ. მან თქვა, რომ პარტიის შექმნის პროცესში შეიძლება გქონდეს დაზღვევა უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩარევისგან და არა წევრობის დროს. ეს ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნების“ ეს ინიციატივაც უარყოფითად იყო შეფასებული“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, საარჩევნო კოდექსის, პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონისა და პარლამენტის რეგლამენტის რეფორმა უნდა გადაიხედოს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა