სოზარ სუბარი - უმრავლესობას აქვს სურვილი, რომ შემოვიდნენ პარლამენტში და როგორმე დაუსხლტდნენ სააკაშვილის ბულინგს, რა გახდა ასეთი?!
"აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს სურვილი, რომ შემოვიდნენ პარლამენტში და როგორმე დაუსხლტდნენ სააკაშვილის ბულინგს, რა გახდა ასეთი?!" - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, სენატორების მთავარი გზავნილიც ეს არის, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს.
„სენატორებმა თქვეს, რომ ისინი სრულად ეთანხმებიან ეუთო/ოდირის დასკვნას და ეუთო/ოდირის დასკვნა იყო, რომ არჩევნები იყო ლეგიტიმური, მიუხედავად არსებული დარღვევებისა, ამას გავლენა არ მოუხდენია არჩევნების შედეგებზე. ეუთო/ოდირის წინადადებაც და სენატორების მთავარი გზავნილიც არის, რომ შევიდნენ პარლამენტში და იმუშაონ. ქაჯანას ვერ გამოვუგზავნით, „შედით, შედით" ვერ ვაყვირებთ, შემოვიდნენ და იმუშაონ. აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს სურვილი, რომ შემოვიდნენ პარლამენტში და როგორმე დაუსხლტენენ ამ სააკაშვილის ბულინგს, რა გახდა ასეთი?!"- განაცხადა სუბარმა.