თეგებით ძიება

ანა ნაცვლიშვილი- ოპოზიციის პარლამენტში შეტყუება ან ძალით შეყვანა გამოსავალი არ არის


"მგლის თავზე სახარების კითხვად არ უნდა დარჩეს ვენეციის კომისიის მორიგი დასკვნა “ოცნების” კანონპროექტზე - დასაჯოს ოპოზიცია ბოიკოტისთვის“ ,-ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა ვენეციის კომისიის დასკვნის შეფასებისას განაცხადა.

როგორც ანა ნაცვლიშვილი განმარტავს, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ოპოზიციის „პარლამენტში შეტყუება ან ძალით შეყვანა“ გამოსავალი არ არის.

„ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა დასკვნები „ქართული ოცნების“ ერთპარტიულ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით.

ეს კანონპროექტები მიზნად ისახავდა ბოიკოტში მყოფი პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების და მედიაში უფასო სავალდებულო დროის წართმევას, ასევე, კანონპროექტი ითვალისწინებდა პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნას იმის გამო, რომ პოლიტიკური ლიდერი სხვა ქვეყნის მოქალაქეა.

კომისიამ განმარტა, რომ ასეთი შეზღუდვები შეუსაბამოა თავად საქართველოს კონსტიტუციასა და კანონებთან, ასევე საერთაშორისო სტანდარტებთან. კომისიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იმას, რის გაკეთებასაც „ქართული ოცნება“ აპირებს ამ კანონპროექტებით, ანალოგი არ მოეძებნება არც „ეუთოს“ და არც ვენეციის კომისიის წევრ არც ერთ სახელმწიფოში.

სამწუხაროა, რომ „ოცნებამ“ არ შეისმინა როცა იგივეს ვეუბნებოდით ქვეყნის შიგნით და მორიგ ჯერზე გააოცა მსოფლიო გასაოცარი დემოკრატიის ახალი სტანდარტით.

კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ოპოზიციის პარლამენტში შეტყუება ან ძალით შეყვანა არ არის გამოსავალი, გამოსავალია სწორი რეფორმების გატარება, რომელშიც ხელისუფლებასთან ერთად ოპოზიციაც უნდა ჩაერთოს, რაზეც ასევე მითითებულია დასკვნაში.

იმედია, მედიაციის მორიგი რაუნდის წინ ვენეცია-ეუთოს ეს დასკვნა მგლის თავზე სახარების კითხვად არ დარჩება”,-აცხადებს ნაცვლიშვილი.

ცნობისთვის, ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნაში აღნიშნულია, რომ პოლიტიკური პარტიების და არა ცალკეული დეპუტატების სანქცირება დაფინანსების 6 თვით შეწყვეტის სახით იმ შემთხვევაში, თუ ისინი საპარლამენტო სხდომებისა და სესიების დიდ ნაწილს არ დაესწრებიან, არაპროპორციულად აღიქმება და წინააღმდეგობაში მოდის პარლამენტის რეგლამენტთან. როგორც კომისიის დასკვნაშია აღნიშნული, არაპროპორციულად აღიქმება საპარლამენტო რეგლამენტის შესწორების საკითხიც, რომელიც იმავე შემთხვევაში დეპუტატის ანაზღაურების დაქვითვას ითვალისწინებს. ამასთან, ვენეციის კომისია ლიდერის უცხო ქვეყნის მოქალაქეობის გამო, პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნას „არაპროპორციულ ზომად“ მიიჩნევს და „ქართულ ოცნებას“ მიმართავს, კანონპროექტის მიღების საკითხს გადახედოს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა