ანრი ოხანაშვილი 15 მაისის აქციაზე: როგორ შეიძლება ბიუჯეტის ქურდს ვინმე გაჰყვეს ქუჩაში
"როგორ შეიძლება ბიუჯეტის ქურდს ვინმე გაჰყვეს ქუჩაში?! 50 მილიონს რომ კაცი მოიპარავს, როგორ შეიძლება გაჰყვეს ვინმე ქუჩაში და რა უნდა გააპროტესტოს? ბიუჯეტის ქურდთან ერთად რა უნდა გააპროტესტოს ან რა უნდა გააპროტესტოს რუსთაველზე, ბურჯანაძეს რომ ვინმე გაჰყვება? რომელიც პუტინთან ერთად აღლუმს იბარებდა?! აი ამ ხალხთან ერთად ვინ რა უნდა გააპროტესტოს", - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა და 15 მაისს დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა. მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილი პოლიტიკაში დიდი ხანი არიან და მათ პოლიტიკურ წარსულსა და პერსპექტივაზეც მათი გვარები მეტყველებს.
„ჩვენ უნდა ვისაუბროთ კომპრომისის რესურსზე და პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა აჩვენონ მაღალი პოლიტიკური კულტურა და სიმწიფე. ეს სამწუხაროდ აკლიათ ოპონენტებს, ოპოზიციურ ჯგუფებს, რაც ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებმა აღნიშნეს. ამიტომ, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მაღალი კულტურა და მაღალი პასუხისმგებლობა. არ უნდა ვისაუბროთ იმაზე თუ ვინ დათმო და ვინ გამოვიდა გამარჯვებული. მთავარი კომპრომისი მათი რაც იყო, ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ. ეს ნიშნავს, რომ მათ არაფერი აქვთ შემოთავაზებული გარდა იმისა, რომ იყვნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. მაგრამ, აქაც გახსოვდეთ რომ მოლაპარაკებათა მაგიდასთან მათი დასხდომის არსი და საფუძველი ისევ „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა. „ოცნებას“ რომ შეეწყვიტა მათთვის მანდატი, მათ მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასხდომასაც კი არანაირი საფუძველი არ ექნებოდა, ამიტომ ნურაფერს გვამადლიან. მათი დასამადლებელი არც ჩვენ, არც ჩვენ მხარდამჭერებს და საქართველოს სრულიად საზოგადოებას არ აქვს - არც უგულავების, ბურჯანაძეების, ნათელაშვილების დასამადლებელი. ეს ხალხი ამდენი წელია პოლიტიკურ სივრცეშია და მათი გვარები მათ პოლიტიკურ წარსულზეც და მათ პერსპექტივაზეც მეტყველებს“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
ოპოზიციამ 15 მაისს საპროტესტო აქცია დააანონსა.