თეგებით ძიება

გერმანიის მთავრობამ სააღდგომოდ დაწესებული ლოკდაუნი გააუქმა


გერმანიის კანცლერმა და ფედერალური მიწების ხელმძღვანელებმა აღდგომის დღეს დაწესებული შეზღუდვები გააუქმეს.

„ჩვენ აუცილებლად უნდა შევეცადოთ შევაჩეროთ პანდემიის მესამე ტალღა. ამის მიუხედავად, აღდგომის დღესასწაულზე ლოკდაუნის დაწესება შეცდომა იყო. ახლა მნიშვნელოვანია, რომ შეცდომას ვუწოდოთ შეცდომა და ყველაფრის მიუხედავად, ის უნდა იყოს გამოსწორებული“, - აღნიშნა ანგელა მერკელმა.

გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ დაგეგმილი ლოკდაუნით უფრო მეტი ზიანი მიადგებოდა საზოგადოებას, ვიდრე სიკეთე.

23 მარტს გერმანიაში ლოკდაუნის რეჟიმი 18 აპრილამდე გახანგრძლივდა. შესაბამისი გადაწყვეტილება გერმანიის კანცლერმა და რეგიონების ხელმძღვანელებმა მიიღეს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, გერმანიაში ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა