თეგებით ძიება
25. 03. 2021 მსოფლიო

9 მილიარდიანი ზარალი დღეში - სუეცის არხში გაჭედილ ხომალდს ჯერჯერობით ვერ ათავისუფლებენ

სუეცის არხში გაჭედილი ხომალდის Ever Given-ის თავთხელიდან გამოთავისუფლების სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა, ჯერჯერობით უშედეგოდ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ზარალი, რომელსაც საზღვაო გადაზიდვების შეფერხების გამო სხვადასხვა კომპანიები განიცდიან დღეში 9,5 მილიარდ დოლარს აღწევს. თუმცა, შესაძლოა ზარალი კიდევ უფრო გაიზარდოს. სუეცის არხის ბლოკირება ნიშნავს, რომ საზღვაო ვაჭრობის 10% შეფერხებით მუშაობს, აქვე გასათვალისწინებელია ის 50-მდე ხომალდი, რომელიც კვლავ სუეცის არხშია გაჭედილი, ხოლო სხვა ხომელდებს უფრო გრძელი და ხანგრძლივი გზის გავლა უწევთ აფრიკის კონტინენტის შემოვლით - ამ გზას 14 დღე სჭირდება.

ამ ფაქტმა უკვე გამოიწვია ეფექტი - ნედლი ნავთობის ფასი 6%-ით გაიზარდა. ზარალს განიცდიან ის ფირმები და კომპანიები, რომლებსაც პროდუქციის მიწოდება უგვიანდებათ. ეს გამოიწვევს ფასების ზრდას სხვა საქონელზეც.

ამჟამად სპეციალისტები ცდილობენ ესკავატორების მეშვეობით გამოათავისუფლონ გემის კორპუსი. მთავარ პრობლემას მისი სიმძიმე ქმნის. მუშები შესაძლოა იძულებული გახდნენ ის ტვირთისგან გაათავისუფლონ, თან მოუხერხებელ პირობებში - გემის სიმაღლე 100 ფუტია. ამას კი რამდენიმე კვირა დასჭირდება. შეგახსენებთ, რომ თავად გემზე 29 მილიარდის ღირებულების ნავთობი და სხვა სახის ტვირთია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა