კვარაცხელია VS იბრაგიმოვიჩი - საქართველოსა და შვედეთის ნაკრებების სასტარტო შემადგენლობები ცნობილია
თბილისის დროით 23:45 საათზე „სოლნა ფრენდს არენაზე“ საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაცო ეტაპის პირველ შეხვედრას გამართავს – ვილი სანიოლის გუნდი შვედეთის "ჯვაროსნებს" დაუპირისპირდება.
ცნობილი გახდა გუნდების სასტარტო შემადგენლობები.
საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე, კანკავა, კვეკვესკირი, აბურჯანია, ლობჟანიძე, კვარაცხელია, ქვილითაია.
ხუთწლიანი პაუზის შემდეგ გუნდში ზლატან იბრაჰიმოვიჩი ითამაშებს.
შვედეთის ნაკრების შემადგენლობა: ნორდფელდტი, ლუსტიგი, ლინდელეფი, ჰელანდერი, აუგუსტინსონი, კულუსევსკი, ლარსონი, ოლსონი, კლასონი, ისაკი, იბრაჰიმოვიჩი.