თეგებით ძიება
21. 01. 2025 სპორტი

ვფიქრობ, „პსჟ“ თავის ისტორიაში ყველაზე დიდ და დასამახსოვრებელ ნაბიჯს სწორედ კვარასთან ერთად გადადგამს, კვარა გილოცავ ამ წარმატებულ ნაბიჯს - შოთა არველაძე

საქართველოს ნაკრების ლეგენდარული თავდამსხმელი და ვეტერანი ფეხბურთელი შოთა არველაძე ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“-ში ტრანსფერს გამოეხმაურა.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ფიქრობს, რომ „პსჟ“ თავის ისტორიაში ყველაზე დიდ და დასამახსოვრებელ ნაბიჯს სწორედ კვარასთან ერთად გადადგამს.

„ხვიჩას თამაშის სტილმა და ევროპაში მისმა გაბრწყინებამ, ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში გვამყოფა აღფრთოვანებაში და მიხარია, რომ ისეთ კლუბში ითამაშებს, სადაც მის სტილსა და უნარებს კიდევ უფრო დიდი გასაქანი ექნება.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ლუის ენრიკე თანამედროვეობის გამორჩეულად ძლიერი სპეციალისტია და მასთან, კვარა კიდევ უფრო სრულყოფილი მოთამაშე გახდება. იმისდაამ კლუბში ითამაშეს მესიმამ კლუბში ითამაშეს მესიმ ამ კლუბში ითამაშეს მესიმ, ნეიმარმა, ზლატანმა, რონალდინიომ და ბექჰემმ, ვფიქრობ, პსჟ თავის ისტორიაში ყველაზე დიდ და დასამახსოვრებელ ნაბიჯს სწორედ კვარასთან ერთად გადადგამს და დარწმუნებული ვარ ამას მალე ერთად ვნახავთ.

კვარა გილოცავ ამ წარმატებულ ნაბიჯს. ვულოცავ შენს დიდ ოჯახს, და ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ ტრანსფერში. ველოდებით გაბრწყინებას!“ - წერს არველაძე. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა