თეგებით ძიება

რამდენი გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვის დამარცხებით

MMA-ის ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა რუსეთის სახელით მებრძოლი უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი დაიცვა.

ცნობისთვის, დვალიშვილმა ჩემპიონის ტიტული 2024 წლის სექტემბერში, შონ ო’მალის დამარცხებით მოიპოვა. ქართველი მებრძოლის ანგარიშზეა 19 გამარჯვება და 4 მარცხია, მერაბ დვალიშვილისთვის ეს ზედიზედ მე-12 მოგება იყო. ნურმაგომედოვისთვის ეს MMA-ში პირველი მარცხი იყო, აქამდე რუსი მებრძოლის ანგარიშზე 18 გამარჯვება და 0 მარცხი იყო.

ქართველმა ამ გამარჯვებით 500 000 დოლარი გამოიმუშავა, დამატებით 50 000-ს კი ბონუსის სახით ივენთის საუკეთესო ბრძოლისთვის მიიღებს. რაც შეეხება ნურმაგომედოვს, მან დღევანდელი ბრძოლით გარანტირებულად გამოიმუშავა 400 ათასი დოლარი და მოგების ბონუსი 100 ათასი დოლარი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა