თეგებით ძიება
26. 03. 2021 მსოფლიო

27 მარტიდან არგენტინა ბრაზილიასთან, ჩილესა და მექსიკასთან საჰაერო მიმოსვლას აჩერებს

27 მარტიდან არგენტინა ბრაზილიასთან, ჩილესა და მექსიკასთან საჰაერო მიმოსვლას აჩერებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ამ ქვეყნებში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრ მატებას უკავშირდება.

გარდა ამისა, ახალი ზომების თანახმად, არგენტინის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროტოკოლები გამკაცრდება, ხოლო უცხოელი ტურისტების ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა კვლავ ძალაში რჩება.

„მათთვის, ვინც უცხოეთიდან დაბრუნდება, სავალდებულო იქნება 10-დღიანი თვითიზოლაციის გავლა. ყურადღებით დავაკვირდებით, რომ აღნიშნული ზომა ზედმიწნევით იყოს დაცული“, - განაცხადეს არგენტინის მთავრობაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა