თეგებით ძიება
26. 03. 2021 მსოფლიო

სუეცის არხში გიგანტური გემის გაჭედვამ უზარმაზარი საცობი შექმნა

სუეცის არხში საცობი წარმოიშვა, სადაც ამ დროისთვის 150 გემზე მეტია. BBC-ის ცნობით, არხი კონტეინერმზიდ Ever Green-ს 23 მარტიდან აქვს ჩახერგილი.
გერმანული კომპანია Smit Salvage-ის დირექტორმა, პიტერ ბერდოვსკიმ აღნიშნა, რომ გიგანტური კონტეინერმზიდის ადგილიდან დაძვრას, შესაძლოა, დღეები და კვირები დასჭირდეს. მისივე თქმით, "ეს სანაპიროდან ვეშაპის აწევას ჰგავს".
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, გემის მეპატრონემ, იაპონურმა ფირმა Shoei Kinsen-მა ბოდიში მოიხადა იმ ზიანისთვის, რომელიც გლობალურ სატვირთო გადაზიდვებს მიადგა. მან, ასევე, განაცხადა, რომ მისი სპეციალისტები 200 ტონაზე მეტი წონის გემის ადგილიდან დასაძრავად ყველაფერს აკეთებენ, თუმცა, ჯერჯერობით, უშედეგოდ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა