ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია
ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა.
„მილანის“ თავდამსხმელმა ამავე ნაკრების ყოფილ მეკარეს, თომას რაველს აჯობა, რომელიც ეროვნულ გუნდში თამაშის დროს 38 წლის და 59 დღის იყო. ზლატან იბრაჰიმოვიჩი კი 39 წლის და 173 დღის გახლავთ.
„როსონერის“ ფორვარდი 1 737-დღიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა ნაკრებს.