თეგებით ძიება
26. 03. 2021 მსოფლიო

ჟენევაში მოლაპარაკებების 52-ე რაუნდი იმართება


ჟენევაში მოლაპარაკებების 52-ე რაუნდი მიმდინარეობს. მხარეები გაეროს შენობაში უკვე შეიკრიბნენ. ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლება, მათ შორის ზაზა გახელაძის საქმე, 2008 წელს გაფორმებული ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულება, ჰუმანიტარული კრიზისი, კოვიდპანდემიის გამო გაუარესებული მდგომარეობა და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევის უხეში ფაქტები - ეს არის განხილვის მთავარი თემები.

მოლაპარაკებები პირველად ტარდება მას შემდეგ, რაც ევროპულმა სასამართლომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, რომელშიც წერია, რომ რუსეთი არის ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელი ძალა ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე. საქართველო კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, აღებული ვალდებულებები შეასრულოს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გუშინ განაცხადა, რომ ჟენევის მოლაპარაკებებისას, თუ ვინმე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას წამოწევს წინ, საჭირო პასუხი გაეცემა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებათა 52-ე რაუნდზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობაზე იმსჯელებენ.

მისი თქმით, ჟენევის მოლაპარაკებები ტრადიციულად საკმაოდ მძიმე ფონზე იმართება. პირველ რიგში მნიშვნელოვანია ექვსპუნქტიანი შეთანხმება, რის გარშემოც არის საერთოდ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა