თეგებით ძიება
26. 03. 2021 მსოფლიო

ეგვიპტეში ორი მატარებლის შეჯახებას 32 ადამიანი ემსხვერპლა


ეგვიპტეში, სუჰაგის პროვინციაში ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახებას სულ მცირე 32 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წერს.

შეჯახების შედეგად ამობრუნდა სამი ვაგონი ამობრუნდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 66 დაშავებული ახლომდებარე კლინიკებში გადაიყვანეს. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების 36 ბრიგადა მუშაობდა.

გენერალურმა პროკურატურამ ავარიის გამოძიება დაიწყო, ტრანსპორტის მინისტრმა, ქამელ ალ-ვაზირმა ორივე მატარებლის მემანქანის დაკავების ბრძანება გასცა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა