თეგებით ძიება
26. 03. 2021 მსოფლიო

1-ლი ივლისიდან ტაილანდი აცრილი ტურისტებისთვის კუნძულს გახსნის


1-ლი ივლისიდან ტაილანდის ხელისუფლება აცრილი ტურისტებისთვის ფჰუკეტის კუნძულს გახსნის. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ქვეყნის ხუთ ყველაზე პოპულარულ კურორტზე ტურისტებისთვის იზოლაციის ვალდებულების გაუქმება იგეგმება.

ხელისუფლების ვარაუდით, 1-ლი ივლისისთვის ფჰუკეტზე მოსახლეობის 70% იქნება ვაქცინირებული, რაც კუნძულს ტურისტების მიღების საშუალებას მისცემს. ეპიდემიოლოგების განცხადებით, მასობრივი ვაქცინაციის ხარჯზე 2021 წლის ბოლოსთვის მოსახლეობის ნახევარს იმუნიტეტი გამოუმუშავდება.

ტაილანდში ჩასვლა ტურისტებს ახლაც შეუძლიათ, თუმცა ჩასულ უცხოელებს სასტუმროში 14-დღიანი იზოლაციის გავლა უწევთ.

2019 წელს ტაილანდს 40 მილიონი ტურისტი ეწვია. პროგნოზების მიხედვით, მიმდინარე წელს ეს რიცხვი 3 მილიონამდე შემცირდება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე 66-მილიონიან ტაილანდში კორონავირუსის 28,5 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა