თეგებით ძიება
27. 03. 2021 მსოფლიო

ოსკაროსანი სცენარისტი ლარი მაკმერტრი გარდაიცვალა


ცნობილი ამერიკელი მწერალი და სცენარისტი ლარი მაკმერტრი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა The Sun ავრცელებს. რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

მაკმერტრის შემოქმედებითი კარიერა გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. საყოველთაო აღიარება მას რომანმა „მარტოხელა მტრედი“ მოუტანა, რომლისთვისაც მწერალმა პულიცერის პრემია მიიღო. რომანის მიხედვით 1989 წელს ფილმიც გადაიღეს. მაკმერტრს ეკუთვნის ფილმ „კუზიანი მთის“ სცენარიც, რომელსაც 2005 წელს „ოსკარი“ საუკეთესო ადაპტირებული სცენარის ნომინაციაში გადაეცა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა