თეგებით ძიება
27. 03. 2021 მსოფლიო

ბიჭები აიძულეს, თანაკლასელი გოგოებისთვის ბოდიში მოეხადათ - დირექტორი მოტივს განმარტავს

ბიჭები აიძულეს, თანაკლასელი გოგოებისთვის ყველა კაცის სახელით ბოდიში მოეხადათ. შემთხვევა ავსტრალიის "ბრაუერის" კოლეჯში მოხდა.

ინფორმაცია 12 წლის მოსწავლის მშობელმა გაასაჯაროვა.

"უთხრეს, რომ ის უნდა ამდგარიყო და ბოდიში მოეხადა. მოსწავლეებისთვის არ აუხსნიათ, რატომ ახდევინებდნენ მათ ბოდიშს", - ამბობს მოზარდი ბიჭის მშობელი, დანიელ შეფარდი.

სკოლის დირექტორმა აღიარა, რომ ბავშვების იძულება მიუღებელია, თუმცა ამასთან დასძინა, რომ ამ ქმედებას სწორი მიზანი ჰქონდა - მოზარდებთან განიხილონ ქალთა პატივისცემის, სექსუალური თანხმობისა და ძალადობის შემთხვევების შესახებ ინფორმაციის მიწოდების საკითხები.

პროგრამა, რომლის ფარგლებში ბიჭები თანაკლასელებს ბოდიშს უხდიან, მას შემდეგ შეიმუშავეს, რაც რამდენიმე ათეულმა მოსწავლე გოგონამ თავდასხმასა და შევიწროვებაზე იჩივლა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა