თეგებით ძიება
27. 03. 2021 მსოფლიო

გუბერნატორის ოფისის კარზე კაკუნის გამო, კანონმდებელი დააკავეს

აშშ-ში, ჯორჯიის შტატში, დემოკრატი კანონმდებელი გუბერნატორის ოფისის კარზე კაკუნის გამო დააკავეს. შემთხვევა ჯორჯიის შტატის საკანონმდებლო ორგანოს შენობაში მოხდა.

დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი პარკ კენონი რესპუბლიკელი გუბერნატორის, ბრაიან კემპის მიერ ჯორჯიის შტატის საარჩევნო წესებში საკანონმდებლო ცვლილების ხელმოწერას აპროტესტებდა.

პოლიციის განცხადებით, პარკ კენონი არ დაემორჩილა სამართალდამცავების მოთხოვნას და გუბერნატორის კარზე ბრახუნს განაგრძობდა. პოლიტიკოსს ბრალად ჯორჯიის შტატის საკანონმდებლო ორგანოს სხდომის ჩაშლის მცდელობაში დასდეს ბრალი.

rustavi2.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა