თეგებით ძიება
28. 03. 2021 მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანმა გადადგომა დაანონსა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი აპრილში გადადგება. როგორც სომხეთის მთავრობის მეთაური განმარტავს, გადადგომის მიზეზი ქვეყანაში დაგეგმილი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია.

"უახლოეს პერიოდში, აპრილში გადავდგები და არა იმიტომ, რომ წავიდე, არამედ იმისთვის, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს. ამ პერიოდის განმავლობაში, მე პრემიერ-მინისტრის მოვალეობას შევასრულებ", - განაცხადა მსახლეობასთან შეხვედრის დროს ფაშინიანმა.

ოპოზიცია ფაშინიანის გადადგომას გასული წლის ნოემბრიდან, მას შემდეგ ითხოვს, რაც პრემიერ-მინისტრმა მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა