თეგებით ძიება
28. 03. 2021 მსოფლიო

პეკინი მასშტაბურ ქვიშის ქარიშხალში გაეხვა

ჩინეთის დედაქალაქ პეკინს ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ქვიშის ქარიშხალი დაატყდა თავს.

მაცხოვრებლებმა 28 მარტს სქელი მტვრის მასით დაფარულ ქალაქში გაიღვიძეს.

როგორც Reuters წერს, ეს ბოლო ორ კვირაში მეორე ქვიშის ქარიშხალია.

პეკინში, ჰაერის დაბინძურების ხარისხის ოფიციალურმა ინდექსმა მაქსიმალურ მაჩვენებელს 500-ს მიაღწია, PM10-ის სახელით მოძრავმა ნაწილაკებმა ზოგიერთ რაიონში 1 კუბურ მეტრზე 2000 მიკროგრამს გადააჭარბა.

გამოცემის ცნობით, ქალაქში ხილვადობა შემცირდა. ქვიშის ქარიშხლის გამო პეკინის მაცხოვრებლებს ქუჩაში თვალებახვეული სიარული უწევთ. ხელისუფლება მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

ჩინეთში ქვიშის ქარიშხალი მონღოლეთის გობის უდაბნოდან შევიდა. მოვლენის გამო პეკინის ცამ არაბუნებრივი მოყვითალო-რუხი ფერი მიიღო, ჰაერის ხარისხი მკვეთრად გაუარესდა.

სპეციალისტები ქვიშის ქარიშხალს აპრილშიც ვარაუდობენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა