თეგებით ძიება
30. 03. 2021 მსოფლიო

მსოფლიო ლიდერები პანდემიის საკითხზე გლობალური შეთანხმების დადების ინიციატივით გამოდიან

მსოფლიოს პანდემიის საკითხზე გლობალური შეთანხმება სჭირდება, რათა მომავალში ქვეყნები დაცულნი იყვნენ. აღნიშნული ინიციატივით 23 ქვეყნის ლიდერები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გამოდიან.

ლიდერები აცხადებენ, რომ მომავალი გლობალური პანდემია გარდაუვალია, ხოლო კორონავირუსის პანდემია იმის მკაცრი და მტკივნეული შეხსენებაა, რომ არავინ არ არის დაცული, სანამ ყველა უსაფრთხოდ არ იქნება.

“არცერთ მთავრობას ან ორგანიზაციას არ შეუძლია ამ საფრთხეს მარტო გაუმკლავდეს. მივიჩნევთ, რომ ქვეყნებმა უნდა იმუშაონ ახალი საერთაშორისო შეთანხმების მისაღწევად პანდემიისთვის მზადყოფნისა და რეაგირების მიზნით“, - ნათქვამია მსოფლიო ლიდერების ერთობლივ განცხადებაში.

მსოფლიო ლიდერები ასევე აღნიშნავენ, რომ ვაქცინებზე, მედიკამენტებსა და დიაგნოსტიკაზე უნივერსალური და თანაბარი წვდომა უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ საფრანგეთის, გერმანიის, ბრიტანეთის, ესპანეთის, ნორვეგიის, პორტუგალიის, რუმინეთის, ფიჯის, რუანდის, კენიის, საბერძნეთის, კორეის, ჩილეს, კოსტა რიკის, ალბანეთის, სამხრეთ აფრიკის, ტრინიდადი და ტობაგოს, ნიდერლანდების, ტუნისის, სენეგალის, სერბეთის, ინდონეზიისა და უკრაინის ლიდერები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა