თეგებით ძიება
31. 03. 2021 მსოფლიო

ბრიტანეთის საელჩო: ძალიან ვწუხვართ, რომ საქართველოს მთავრობამ და ოპოზიციამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში გუშინ კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართულ მოლაპარაკებებს ეხმაურება. შესაბამისი განცხადება საელჩოს Twitter-ზე გამოქვეყნდა.

„ძალიან ვწუხვართ იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობამ და ოპოზიციამ ევროკავშირის მედიაციით გამართული მოლაპარაკებების დროს შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ეს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას შეაფერხებს. გამოვდივართ მოწოდებით პროგრესისკენ მართლმსაჯულებისა და საარჩევნო რეფორმების საკითხზე და დიალოგის გაგრძელებისკენ“, - ნათქვამია განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა