თეგებით ძიება
31. 03. 2021 მსოფლიო

პუტინის კიდევ ერთი, 50 მილიარდი რუბლის ღირებულების "სააგარაკე მამული" (ფოტო)

რუსმა ჟურნალისტებმა ადიღეაში ვლადიმერ პუტინის კიდევ ერთი "სააგარაკე მამული" აღმოაჩინა, რომელიც მათი შეფასებით 50 მილიარდი რუბლი ღირს.
ეს მამული, რომელიც მთა ფიშტის ფერდობზე მდებარეობს, “Собеседник”-ის ინფორმაციით, "მთვარის მდელოს" სახელს ატარებს. ობიექტი ჩაბარებულია 2019 წელს, მისი მფლობელის ვინაობა გასაიდუმლოებელია, თუმცა, ეჭვი არავის ეპარება, რომ ის ვლადიმერ პუტინს ეკუთვნის, რადგან საარქივო დოკუმენტებში 2500 კვ.მ. ფართობის ვილა და მომსახურე პერსონალისთბის განკუთვნილი 1600 კვ.მ. ფართობის ნაგებობა და სამთო-სათხილამურო ტრასები “Роснефть”-ს ეკუთვნოდა.

ასევე, 2004 წელს რუსეთის პრეზიდენტის საქმისწარმოების სამსახურმა დაიწყო "მთვარის მდელოს" კავკასიის ნაკრძალის შემოადგენლობიდან გაყვანის პროცედურა, რათა იქ დაწყებული მშენებლობის ლეგალიზაცია მომხდარიყო.

გამოცემის ინფორმაციით, ჯერ კიდევ 2007 წელს გარკვეულ დოკუმენტებში მოხსენიებულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორია "Роснефть"-ის მფლობელობაშია, მშენებლობის პროექტზე მეთვალყურეობას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ახორციელებს. ასევე მასალაშ ნათქვამია, რომ ობიექტის თავზე ცა არასაფრენ ზონადაა გამოცხადებული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა