თეგებით ძიება
31. 03. 2021 მსოფლიო

დონალდ ტრამპი მიტინგის გამართვას აანონსებს

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უახლოეს პერიოდში მიტინგის გამართვა დააანონსა.

„უახლოეს პერიოდში მიტინგის გამართვას განვიხილავთ, რათა ყველამ იცოდეს, რომ მომავალში იმედი არსებობს“, - აღნიშნა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა.

აღსანიშნავია, რომ 20 იანვარს თეთრი სახლის დატოვების შემდეგ დონალდ ტრამპს მხარდამჭერებთან მიტინგი არ გაუმართავს.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მას მიტინგების გამართვა უყვარს. მისი თქმით, მის მხარდამჭერებს იმის იმედი შეიძლება ჰქონდეთ, რომ ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა