თეგებით ძიება
31. 03. 2021 მსოფლიო

რუსმა ჰაკერებმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე წვდომა მოიპოვეს

გამოცემა "პოლიტიკოს" ცნობით, ჰაკერებმა წვდომა მოიპოვეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რამდენიმე ათას წერილზე. "პოლიტიკო" სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ბოროტმოქმედები შესაძლოა რუსეთიდან იყვნენ და კრემლის დავალებით მოქმედებდნენ.

როგორც ცნობილი გახდა, ჰაკერების მიერ მოპოვებულ მასალებში მიმოწერა წარმოებდა სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროსა და აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ბიუროებს შორის.

გამოცემის თანახმად, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ეს მეორე შემთხვევაა, რაც რუსეთის ჰაკერებმა წარმატებით მოიტაცეს წერილები სახელმწიფო დეპარტამენტის სერვერებიდან. ჟურნალის თანახმად, უცნობია, შეიცავდა თუ არა მოპარული მიმოწერა საიდუმლო ინფორმაციას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა