თეგებით ძიება

ალექსანდრე რაქვიაშვილი: მოლაპარაკებას ამ ფორმატით და ამ პირობებში აზრი არ აქვს

„გირჩი“ პოლიტიკურ პარტიებთან მოლაპარაკებებს გეგმავს. ამის შესახებ პარტიის წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დიალოგს მედიაციის ფორმატში მომავალი არ აქვს.

„დანიელსონმა ძალიან დიდი ძალისხმევა გასწია, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულებულიყო. ის, რომ მხარეებმა ხელი არ მოაწერეს ამ დოკუმენტს ნიშნავს, რომ მათ არ ჰქონდათ სურვილი შეთანხმების. უნდა დაველოდოთ მომენტს, როცა სურვილი გაჩნდება. ამ ფორმატში, არამგონია რამე წარმატებით დასრულდეს. ჩვენ ვემზადებოდით ასეთი სიტუაციისთვის. გვაქვს გარკვეული გეგმა, რომელსაც უახლოეს დღეებში გაგაცნობთ და ყველასთან გვექნება კომუნიკაცია, მათ შორის „ქართულ ოცნებასთან“ და იმ პოლიტიკოსებთან, ვისაც სურვილი ექნება ჩვენთან ურთიერთობის და თანამშრომლობის, თუმცა ჯერ ადრეა დეტალებზე საუბარი. ღარიბაშვილის განცხადება ერთ-ერთი დამატებითი სიგნალია, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს განსაკუთრებული სურვილი მოლაპარაკებისთვის. იგივე ხდება ოპოზიციის დიდ ნაწილშიც. ეს არის პრობლემა, რის გამოც ვერ შევთანხმდით“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებზე დროის დახარჯვა აღარ სურს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა