თეგებით ძიება
01. 04. 2021 მსოფლიო

კალიფორნიაში სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

აშშ-ის კალიფორნიის შტატის ქალაქ ორანჟში სროლის შედეგად ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ npr.org იუწყება.

სროლის ხმის გაგონების შემდეგ მოსახლეობამ სამართალდამცველები გამოიძახა. ადგილზე მისულმა პოლიციელებმა ოთხი დაღუპული აღმოაჩინეს და ერთი დაჭრილი ქალი, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. ასევე დაჭრილია სროლაში ძირითადი ეჭვმიტანილი, რომელიც პოლიციამ დააკავა.

ორანჟი პატარა ქალაქია ლოს-ანჯელესის მახლობლად.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა